გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

GORBI: „ქართული ოცნების“ მთავრობა არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს, რესპოდენტთა 64,5% მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი სწორია

20-03-2022

„გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე: „ქართული ოცნების“ მთავრობა არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს. თქვენი აზრით, მთავრობის ეს ნაბიჯი სწორია თუ არასწორია? 64,5 პროცენტი პასუხობს, რომ სწორია; 30,4%, რომ არასწორია და 5,2% ამბობს, რომ არ იცის, ან უარს ამბობს პასუხზე.


გამოკითხულ იმ რესპონდენტთა 25 პროცენტი, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია, ამ კითხვაზე პასუხისას ფიქრობს, რომ მთავრობა სწორად მოიქცა.

კვლევა „ტელეიმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ 10-16 მარტს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1 008 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია +/- 3 %-ია.