გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მიხეილ ჩხენკელი მიმართვას ავრცელებს

21-03-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს:

„21 მარტს საქართველო მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან ერთად დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს აღნიშნავს.


2022 წელს მთავარი გზავნილია – #ინკლუზიანიშნავს – ინკლუზია ნიშნავს არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, არამედ ყველა ადამიანისთვის თავისუფალ, თანასწორ, მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას.


ჩვენი გუნდის მიზანი სწორედ ინდივიდის განსხვავებულ საჭიროებაზე მორგებული განათლების სისტემის უზრუნველყოფა გახლავთ, რაც ყველას განათლების მიღების თანაბარ შესაძლებლობას აძლევს. ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების მიღება ხომ თითოეული ადამიანის უფლებაა.


ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების უფლების უზრუნველყოფისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, ინკლუზიური განათლების განვითარება, მათ შორის, დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის, მეორე მხრივ კი, აუცილებელია საზოგადოებაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ სტერეოტიპების დაძლევა. ამ მიზნის მიღწევა კი ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი“.


დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა და ჩვენი ქვეყანა მას 2012 წლიდან, უკვე მეთერთმეტედ უერთდება.