21-03-2022
“მკაფიო პასუხი - არა! განადგურებული უკრაინა, 3 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი, ჩამოშლილი ეკონომიკა”- ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელმაც განაცხადა “ვთხოვე, პირდაპირ ეთქვათ, რომ მიგიღებთ ნატო-ში ერთ, ორ, ხუთ წელში, ან უბრალოდ ეთქვათ „არა“, პასუხი იყო მკაფიო, თქვენ არ გახდებით ნატო-ს წევრი, თუმცა საჯაროდ კარი ღია დარჩება” “მკაფიო პასუხი - არა! ამასობაში - ათიათასობით გარდაცვლილი ადამიანი, განადგურებული უკრაინა, 3 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი, ჩამოშლილი ეკონომიკა და ა.შ. რა მიიღო უკრაინამ ამ ყველაფრიდან?”-წერს გვიდიანი Facebook-ზე.