21-03-2022
"GORBI"-ს კვლევა აჩვენებს, რომ ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას „სრული სიცრუეა ოპოზიციის მომსახურე შემადგენლობის მიერ გავრცელებული ნარატივი, თითქოს საქართველოსგან არავინ მოითხოვდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას, და საქართველოს ხელისუფლების განცხადებებმა არმიერთების თაობაზე ქვეყანა დააზიანეს. ძალიან კარგადაც სთხოვდნენ და სთხოვენ, და ამაზე უკვე ლამის ღიად მიანიშნეს გერმანიის და აშშ-ს ელჩებმა“- წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით "GORBI"-ს კვლევა თვალსაჩინოდ აჩვენებს, რომ ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს ხელისუფლების გადაწყვეტილებას სანქციებთან დაკავშირებით.
„სრული სიცრუეა ოპოზიციის მომსახურე შემადგენლობის მიერ გავრცელებული ნარატივი, თითქოს საქართველოსგან არავინ მოითხოვდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას, და საქართველოს ხელისუფლების განცხადებებმა არმიერთების თაობაზე ქვეყანა დააზიანეს. ძალიან კარგადაც სთხოვდნენ და სთხოვენ, და ამაზე უკვე ლამის ღიად მიანიშნეს გერმანიის და აშშ-ს ელჩებმა. ხელისუფლებამ, ისევ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, საკმაოდ მძიმე პასუხისმგებლობა იტვირთა, როდესაც სანქციებთან მიერთებაზე უარი თქვა (ამით რუსეთს ვერავითარ ზიანს ვერ მოუტანდა) და უკრაინას ყველა სხვა ფორმატებში დაუჭირა მხარი. "GORBI" კვლევა თვალსაჩინოდ აჩვენებს, რომ ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ვიმეორებ, არ იყო მარტივი. ნებისმიერი ხელისუფლების ლეგიტიმაციის წყარო კი ხალხის მხარდაჭერაა!“- წერს ანჯაფარიძე.