გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი „გორბის" კვლევაზე: კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, იმ პოლიტიკას, რომელიც უკავშირდება ეროვნული ინტერესების დაცვას

21-03-2022

ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა, ჩვენი მთავრობის პოლიტიკა სრულ შესაბამისობაშია და ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, იმ პოლიტიკას, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის და ჩვენი მოსახლეობის დაცვას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მარნეულში „გორბის" კვლევის შედეგების შეფასებისას განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, სასიხარულოა, რომ მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს.


„რა თქმა უნდა, ეს ფაქტი მახარებს, რომ ჩემს მიერ და ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები გაზიარებულია სრულად საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.