გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ოთარ შამუგია: სახელმწიფო ორი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს

21-03-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ორი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს; ერთი, ეს არის ერთწლოვანი კულტურების მოყვანის დაფინანსება-მიმდინარე წელს, სახელმწიფო ერთწლოვანი კულტურების მოყვანის დაფინანსებას განახორციელებს და მეორე - ახალი პროექტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის; პროექტის ფარგლებში, კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის თანამედროვე სტანდარტით შენახვის და, შესაბამისად, რეალიზაციის ხელშეწყობისთვის, შემნახველი საწარმოების ინფრასტრუქტურის შექმნის შემთხვევაში, კოოპერატივებს გაწეული დანახარჯის 80% დაუფინანსდებათ.


„ჩვენ წლებისგანმავლობაში ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან მხარდამჭერ პროგრამებს, რომელიც მიმართულია სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა რგოლის განვითარების ხელშეწყობისთვის, როგორიც არის მრავალწლოვანი კულტურების ბაღების გაშენება, ტექნიკის მიმართულებით მხარდაჭერა, შემნახველი და გადამმუშავებელი მეურნეობების შექმნა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ა.შ., რაც, საბოლოო ჯამში, აისახება იმაში, რომ, დაახლოებით, 4.5 მილიარდი ლარის ინვესტირება არის სექტორში განხორციელებული ამ პროექტების შედეგად, რომლის დიდი ნაწილი მოდის კერძო ინვესტიციებზე, რაც მნიშვნელოვანია დარგის შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.