გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ოთარ შამუგია: პროდუქციის მომარაგების კუთხით ყველაფერი წესრიგშია და ამ ეტაპზე რისკებს ვერ ვხედავთ

21-03-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ქვეყანაში სასურსათო მარაგების კუთხით არსებულ ვითარებაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.


„ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს იმპორტიორებთან, ამის შესახებ არაერთხელ განვაცხადე. ჩვენ, ყველამ ერთად, ვიხილეთ გარკვეული აჟიოტაჟი, რაც გამოწვეული იყო მხოლოდ იმით, რომ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა, მარაგების შექმნის მიზნით, აბსოლუტურად არასაჭირო შესყიდვები განახორციელა. ეს ეხებოდა გარკვეულ პროდუქტებს, განსაკუთრებით შაქარს, რომელიც საქართველოში არ შემოდის არც რუსეთიდან და არც უკრაინიდან. შესაბამისად, ამ აჟიოტაჟს არანაირი საფუძველი არ ჰქონდა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, არც ხორბალთან დაკავშირებით არ არის მოსალოდნელი შეფერხებები. ქვეყანაში არსებობს შესაბამისი მარაგები როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის.


„ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას. რა თქმა უნდა, ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან, ბიზნესთან, იმპორტიორებთან და, საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ბაზრების მოძიებისა და კონტაქტების დამყარების პროცესში, საიდანაც შესაძლებელია საჭირო გახდეს კონკრეტული პროდუქციის შემოტანა. თუმცა, დღეისათვის, პროდუქციის მომარაგების კუთხით, ყველაფერი წესრიგშია და, ამ ეტაპზე, რისკებს ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიწოდების ჯაჭვში გარკვეული შეფერხებები გაზრდილმა შესყიდვებმა განაპირობა და არა მარაგების ნაკლებობამ.


„შესყიდვების გაზრდა იწვევს მიწოდების ჯაჭვში გარკვეულ შეფერხებებს, რომელთა აღმოსაფხვრელად გარკვეული დროა საჭირო. გარკვეულ მაღაზიებში შეიძლება იყოს შეფერხება, თუმცა რამდენიმე დღეში ყველაფერი სწორდება. ქვეყანაში მარაგის პრობლემა რეალურად რომ იყოს, მაშინ ეს შევსება ვერ მოხერხდებოდა და დეფიციტთან გვექნებოდა საქმე“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.