გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თსუ-ს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია სტუმრობს

21-03-2022

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტს (სომხეთი) შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჰოვანეს ჰოვანესიანმა. დელეგაციის ვიზიტის დროს საუბარი ასევე შეეხო ორ უნივერსიტეტს შორის გაცვლით პროგრამებსა და ერთობლივი კრედიტების აღიარებას.


თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თსუ-ს მოპოვებული აქვს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის აკრედიტაცია, მსგავსი აკრედიტაციის მიღება სურს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც. ერევნის უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაინტერესებულნი არიან ამ კუთხით თსუ- მიერ განვლილგზით, რათა სომეხი კოლეგები მოემზადონ ამ და სხვა საერთაშორისო აკრედიტაციისთვის,“-აღნიშნა გიორგ შარვაშიძემ.


მისი თქმით, თსუ-სა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთობა COVID 19-ის პანდემიის დასრულების შემდგომ უფრო აქტიური და მობილური გახდება. 


განათლების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, გამოცდილებისა და რესურსების გაზიარება იყო ჩვენი ვიზიტის ძირითადი მიზანი. მთავარია, წავიდეთ წინ და ჩვენი შესაძლებლობები გამოვიყენოთ მაქსიმალურად,“-განაცხადა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჰოვანეს ჰოვანესიანმა.


ვიზიტის ფარგლებში ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია გაეცნო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, თსუ მედიცინის ფაკულტეტის და რამდენიმე სამედიცინო კლინიკის საქმიანობას.