გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტები, ისრაელის საელჩოს შუამდგომლობით, უკრაინის უნივერსიტეტებიდან საქართველოში მობილობით გადმოსვლას დაჩქარებული წესით შეძლებენ

21-03-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერითა და საქართველოში ისრაელის საელჩოს შუამდგომლობით, ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტები, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არიან, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ სწავლას უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, გადმოსვლას მობილობის დაჩქარებული პროცედურებით შეძლებენ.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ აღიარებულ ინგლისურენოვან მედიცინის პროგრამებს, ასევე ფარმაციისა და სტომატოლოგიის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებს. მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მობილობის შესაბამისი პროცედურების დაჩქარებული წესით ადმინისტრირებას, კრედიტების აღიარებასა და სტუდენტების დროულ ჩარიცხვას შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.


სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართოთ საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და გამოხატონ თავიანთი სურვილი სწავლის გაგრძელების თაობაზე. შემდგომ აუცილებელ საჭირო პროცედურებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაჩქარებულ ვადებში გაუწევს ადმინისტრირებას.