გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

21-03-2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან დარგში არსებული გამოწვევები განიხილა.


შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი, აგრეთვე პროფილური საჯარო უწყებებისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები.


სამშენებლო ბიზნესთან შეხვედრა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თანაორგანიზებით გაიმართა.


შეხვედრაზე ბიზნესის მხრიდან ყურადღება გამახვილდა დარგის წინაშე არსებულ პრიორიტეტულ საკითხებზე, რომელთა გადაჭრის გარეშეც სექტორი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგება. აღინიშნა, რომ ჯერ პანდემიამ, შემდეგ კი რეგიონში მიმდინარე მოვლენებმა ხელი შეუწყო ბაზარზე სამშენებლო მასალების ფასების ზრდას, რაც, თავის მხრივ, სამშენებლო კომპანიების საქმიანობაზე ნეგატიურად აისახა.


გადაწყდა, რომ დარგში არსებული ვითარების შესასწავლად და გამოწვევების დასაძლევად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით და სხვა საჯარო უწყებებისა და კერძო სექტორის ჩართულობით სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება, რომელიც მოამზადებს რეკომენდაციებს და წინადადებებს, რაც სამომავლო გადაწყვეტილებებს საფუძვლად დაედება.