გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრები ფრანგული ყველის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნენ

22-03-2022

ევროკავშირისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გამართული ფრანგული ყველის დამზადების მასტერკლასი, პროექტის „FinExCoop საქართველო” ფარგლებში, ფრანგმა ექსპერტმა, პატრიკ ანგლადემ ჩაატარა. სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ჩატარებული სწავლება მოიცავდა ნედლი რძის დამუშავების და ყველის დამზადების სხვადასხვა ტექნოლოგიის გაცნობას.


ფრანგული ყველის დამზადების მასტერკლასი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი რძის გადამმუშავებელი 20-ზე მეტი კოოპერაციული საწარმოს წარმომადგენლს ჩაუტარდა.


პროექტი „ფინანსები, ექსტენცია და კოოპერატივების განვითარება ქართველი ფერმერებისთვის“ (FinExCoop საქართველო) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ EU (NIF) პროგრამის ფარგლებში. პროექტის მენეჯმენტი და კოორდინაცია საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ (AFD) ხდება. ოთხწლიანი პროექტიმიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის ფინანსებთან წვდომის გაუმჯობესებას მცირე მასშტაბური კომერციული მეურნეობებისა და კოოპერატივებისათვის საქართველოში.