გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოში ევროკავშირის ახალი პროგრამა „ევროკავშირი გარემოსთვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ დაიწყო

22-03-2022

საქართველოში ევროკავშირის ახალი პროგრამის „ევროკავშირი გარემოსთვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ განხორციელება დაიწყო.

პროგრამა „ევროკავშირი გარემოსთვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“  ითვალისწინებსწყლის რესურსების მართვის კუთხით არსებული პოლიტიკის, ახალი რეფორმების და ადგილობრივ დონეზე მათი განხორციელების მხარდაჭერას, ასევე, წყლის რესურსების, ჰაერის ხარისხის, მიწათსარგებლობისა და ნარჩენების მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ სანდო მონაცემებსა და ინფორმაციაზეხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.


„ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, საქართველო ეროვნული პოლიტიკის და კანონმდებლობის ევროკავშირთან ჰარმონიზაციას ახორციელებს. გარკვეული პროგრესი უკვე მიღწეულია - შემუშავდა წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტი და მნიშვნელოვნად გაფართოვდა წყლის მონიტორინგის ქსელი. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოში გარემოს დაცვის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა პროექტის დაწყების ღონისძიებაზე.


პროგრამა „ევროკავშირი გარემოსთვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ არის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობასთან თანამშრომლობის ჩარჩოს ნაწილი და მისი მთლიანი  ბიუჯეტი 12,75 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამა განხორციელდება 2022-2024 წლების განმავლობაში; განხორციელებაზე პასუხისმგებელი იქნება განმახორციელებელი ორგანიზაციების კონსორციუმი (ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტო, ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA), წყლის საერთაშორისო ოფისი - საფრანგეთი (OiEau), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE)).  


პროგრამა „ევროკავშირი გარემოსთვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ ეყრდნობაევროკავშირის მხარდაჭერით უკვე განხორციელებული პროექტების - ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუსი (EUWI+) და ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემის II ფაზა (ENIS SEIS II East) - ფარგლებში მიღწეულ შედეგებს.

***

  • პროექტი EUWI+ დაეხმარა საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებითაღებული ვალდებულებების შესრულებასა დაევროკავშირის წყლის რესურსების მართვის პრაქტიკის საქართველოში ეტაპობრივ დანერგვაში. შემუშავდა ალაზანი-იორის და ხრამი-დებედას აუზების მართვის გეგმები და ჭოროხი-აჭარისწყლის აუზის მართვის გეგმა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროსთან დაკავშირებულ საკითხებსაც მოიცავს. სამივე სააუზო მართვის გეგმა ჯამურად, მოიცავს 24,000 კმ² და 961,000 მოსახლეს.
  • ENI SEIS II East პროექტი მხარს უჭერდა ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემის (SEIS) პრინციპებისა და პრაქტიკის განხორციელებას ბიომრავალფეროვნების, წყლის, მიწის, ნარჩენების და ჰაერის შესახებ გარემოსდაცვითი მონაცემების წარმოების და ინდიკატორების შემუშავების გასაძლიერებლად. პროექტმა ხელი შეუწყო ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას გარემოსდაცვითი შეფასებისა და აღრიცხვის სფეროში.