გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ნაყოფიერი საუბარი შედგა გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, განვიხილეთ უკრაინასა და რეგიონში არსებული პრობლემური სიტუაცია და გამოწვევები

22-03-2022

მიხარია, რომ ნაყოფიერი საუბარი შედგა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" საკუთარ გვერდზე წერს.


მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საუბრისას განიხილეს უკრაინასა და მთელს რეგიონში არსებული პრობლემური სიტუაცია და გამოწვევები.


„საუბრისას შევეხეთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და გერმანიასთან არსებულ ორმხრივ თანამშრომლობას", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.