გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თავდაცვის მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

22-03-2022

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში მარია ქრისტინა ვან კოლდამს შეხვდა. მან თავდაცვის მინისტრს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ახალი თავდაცვის ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ერიკ ვან ვურენი წარუდგინა.


სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტია. ამ კონტექსტით აღინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი განაცხადი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე პროცესები განიხილეს და საქართველოს უახლეს ისტორიასთან პარალელი გაავლეს. აღინიშნა, რომ  რუსეთის პოლიტიკა მსოფლიოს სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.


თავდაცვის მინისტრმა ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლებთან ალიანსის წევრი და მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა. ამ კუთხით ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივებში ჰოლანდიელების მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. კერძოდ, საუბარი შეეხო თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS), სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივასა და სხვა მიმართულებებს.  შეხვედრაზე ყურადღება სამხედრო სწავლებებში ქართველი და ჰოლანდიელი სამხედროების მონაწილეობაზეც გამახვილდა. საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და სტრატეგიული დონის ვიზიტების განხორციელებაზე ისაუბრეს.