გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თავდაცვის მინისტრმა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

22-03-2022

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ალექსანდრე ვინიკოვს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.


შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობები,  ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები და საფრთხეები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. ამ ფონზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების, შავი ზღვის რეგიონში ნატოს როლის გაძლიერებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის მნიშვნელობა აღნიშნეს.


ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის უწყება განაგრძობს ნატო-საქართველოს არსებული თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმებისა და ფორმატების  განხორციელებას, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდას უწყობს ხელს.  შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა ალიანსის წინაშე ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს სათანადოდ ასრულებს.


ალექსანდრე ვინიკოვი  საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელად 2022 წელს დაინიშნა. მან აღნიშნულ პოზიციაზე როზარია პუგლისი შეცვალა.