გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოს ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძლის სტატუსი ექნება

23-03-2022

2023 წელს გერმანიაში, ბერლინში ITB Berlin-ის გამოფენაზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებების გამართვისა და სამუშაო გეგმის შემუშავების მიზნით, ბერლინის გამოფენის ორგანიზატორებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის გერმანიაში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართეს.


ვიზიტის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამაზ იორაშვილი გამოფენის ორგანიზატორებს შეხვდა და საორგანიზაციო საკითხები განიხილა.


„საქართველო 2023 წელს წარმოდგენილი იქნება ბერლინში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე, სადაც მონაწილეობს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით. ჩვენ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გავმართეთ გამოფენის ხელმძღვანელობასთან, განვიხილეთ დეტალურად მარკეტინგული და PR აქტივობები, რაც გამოფენის ფარგლებში ჩვენთვის ხელმისაწვდომი იქნება. წელს, მაისში უკვე დავგეგმეთ წამყვანი გერმანული ტურისტული კომპანიებისა და მასმედიის წარმომადგენლებისთვის ვიზიტი, რომ ადგილზე შეისწავლონ საქართველოს ტურისტული პოტენციალი“.-განაცხადა თამაზ იორაშვილმა.


„ძალიან გვიხარია, რომ 2023 წელს საქართველო ბერლინის გამოფენის მასპინძელი ქვეყანა იქნება. გამოფენა წელს ონლაინ ჩატარდა, ღონისძიებას სოციალურ ქსელში 8 მილიონი ჩართულობა და 16 მილიონი მედია გამოხმაურება ჰქონდა. 2023 წელს, ეს მონაცემები საქართველოსთვის ორჯერ, სამჯერ და მეტჯერ გაიზრდება.


საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობა, ტურისტული პროდუქტი შესთავაზოს მილიონამდე მომხმარებელს“.-აცხადებს დევიდ რუცი ITB-ბერლინის გამოფენის დირექტორი.


მარტის დასაწყისში საქართველო ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე კულტურის მიმართულებით პარტნიორი ქვეყნის სტატუსით იყო წარდგენილი. გამოფენა კოვიდ პანდემიის გამო ონლაინ ფორმატში ჩატარდა.