გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ოთარ შამუგია ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა

23-03-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.     


შეხვედრაზე მხარეებმა ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდის ხელშეწყობა და საერთაშორისო ბაზრებზე მისი პოპულარიზაცია.


„სამინისტროს თანადაფინანსებით, შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების განვითარების არაერთი პროექტი ხორციელდება; გვაქვს კოოპერატივების მხარდამჭერი პროგრამებიც, რომელიც ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას უწყობს ხელს“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.


მააიკე ვან კოლდამმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მებაღეობისა და მერძევეობის მიმართულებით 20 ქართველი ტრენერი გადამზადდა, რომლებიც შემდგომში კვალიფიციურ დახმარებას გაუწევენ ქართველ ფერმერებს და საერთაშორისო პრაქტიკას გააზიარებენ.


როგორც ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა განაცხადა, ნიდერლანდების მთავრობა მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების დასაფინანსებლად.


აღინიშნა, რომ საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წელი შესრულდა, რაც მნიშვნელოვანი თარიღია.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.