23-03-2022
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 31 მარტი, 2021 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის, ასევე მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისა და გადახდის სავადო თარიღია, ხოლო 1 აპრილი ამავე პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისა და გადახდის სავადო თარიღია.
გადასახადის გადამხდელების ინფორმირების გაზრდის მიზნით, ზემოაღნიშნულ სავადო თარიღთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერით ,,ბუღალტერთა კლუბი ფორუმის“ წარმომადგენლებთან, ონლაინ ფორმატში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მსვლელობისას, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათდაესვათ მათთვის აქტუალური კითხვები მიეღოთ ამომწურავი პასუხები. მსგავსი შინაარსის შეხვედრები გადამხდელებს დაეხმარება სწორად და დროულად მოახდინონ შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების შესრულება.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ შემდეგი ბმულით
ვიდეო ინსტრუქციები:
ინსტრუქცია საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი მიზნით გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის
საგადასახადო ვალდებულებები ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციისას
მცირე ბიზნესის მიერ 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია
ვიდეო ინსტრუქციების შესახებ ინფორმაცია სრულად იხილეთ აქ
გზამკვლევები იხილეთ აქ
ხშირად დასმული კითხვები: