გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ანდრია გვიდიანი: ნაცმოძრაობა ნეიტრალიტეტის თემაზე გაღმა შეედავე - გამოღმა შეგრჩებას პრინციპით მოქმედებს

23-03-2022

სააკაშვილის ბოდვის შემდეგ, როცა გააცნობიერეს მათი მავნებლობის მასშტაბი შეეცადნენ ამ თემისგან დისტანცირებას და საკითხის სხვაზე გადაბრალებას. არაერთხელ გვინახავს, რომ "ნაცმოძრაობა" გაღმა შეედავე - გამოღმა შეგრჩებას პრინციპით მოქმედებს. ეს მათი სტილია და აქაც სიახლე არაფერია - წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი ნეიტრალიტეტის თემაზე.

 

მისი თქმით, დღეს ნეიტრალიტეტის განხილვა სისულელეა როგორც შინაარსობრივი, ისე ტექნიკური თვალსაზრისითაც. ამდენად, ამ თემაზე ლაპარაკი მავნებლობაა და ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო და სუვერენულ ინტერესებს.

 

„გამორჩეული შეუგნებლებისთვის მინდა რამდენიმე განმარტება გავაკეთო. ნაცმოძრაობის უვიცი ტელევიზიების და მათი უვიცი აქტივისტების მიერ, იაფფასიანი მეთოდებით ხდება ე. წ. ნეიტრალიტეტის საკითხის აქტუალიზაცია.

 

სამწუხაროდ, ჩემი პოსტის სქრინებს დაათრევენ აქეთ-იქით და მათი სატელევიზიო კლოაკებიდან ტირაჟირებენ, თითქოს რაიმე კონტექსტში ვახსენე ნეიტრალიტეტის თემა. უბრალოდ ყურადღებას აღარ გავამახვილებ იმაზე, რომ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის უნარის მწვავე დეფიციტი აქვთ. საერთოდ არსად არანაირ კონტექსტში მიხსენებია და აზრადაც არ მომსვლია ამ თემაზე რაიმეს თქმა, ამიტომ უბრალოდ გაუგებარია ის ისტერიკა, რაც მათ მოაწყვეს. რაც შეეხება უშუალოდ საკითხს პირველი - სინამდვილეში 17 მარტს აბსოლუტურად უაზროდ, უკონტექსტოდ და უშინაარსოდ ნეიტრალიტეტის საკითხი სააკაშვილმა გაააქტიურა. სწორედ ის იყო "პირველი მერცხალი" და მომდევნო რამდენიმე დღე ყველა პარტიული სპიკერი და მათი ტელევიზიები ამ თემის განხილვით იღლებოდნენ. მეორე - სააკაშვილის ბოდვის შემდეგ, როცა გააცნობიერეს მათი მავნებლობის მასშტაბი შეეცადნენ ამ თემისგან დისტანცირებას და საკითხის სხვაზე გადაბრალებას. არაერთხელ გვინახავს, რომ "ნაცმოძრაობა" გაღმა შეედავე - გამოღმა შეგრჩებას პრინციპით მოქმედებს. ეს მათი სტილია და აქაც სიახლე არაფერია. მესამე - გლობალურ პოლიტიკაში არსებული ქაოსის ფონზე, დღეს საქართველოს ნეიტრალიტეტზე რაიმე სახით საუბარი, შეუთავსებელია არსებულ დროსა სივრცესთან. შესაბამისად, ვერცერთ შემთხვევაში ეს თემა უბრალოდ ვერ იქნება შინაარსობრივი დისკუსიის საგანი.


მეოთხე - დღეს ნეიტრალიტეტის განხილვა სისულელეა როგორც შინაარსობრივი, ისე ტექნიკური თვალსაზრისითაც. ამდენად, ამ თემაზე ლაპარაკი მავნებლობაა და ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო და სუვერენულ ინტერესებს. მეხუთე - კონტექსტიდან ამოგლეჯილად, ცალკე ნეიტრალიტეტის განხილვა სიგიჟეა. ეს საკითხი არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი. შესაბამისად, როგორც საქმით, ისე სიტყვით ხელისუფლება აგრძელებს პროდასავლურ კურსს. ამას ყველა ხედავს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მეექვსე - რა თქმა უნდა, ნეიტრალიტეტის გამოცხადება გამოსავალი არ არის და ფაქტია, არც ნეიტრალიტეტშია ჩვენი უსაფრთხოების გასაღები. შესაბამისად, ამ საკითხის განხილვა უბრალოდ წყლის ნაყვაა. მეშვიდე - რაც შეეხება იმ სიშტერეს, რომ თითქოს ჩემი Facebook სტატუსით სინჯავს "ქართული ოცნება" საზოგადოებრივ აზრს. დამერწმუნეთ, თუ ქართულ ოცნებას რაიმეს გაჟღერება სურს, იმდენი მექანიზმები აქვთ, არაფრის თქმა არ გაუჭირდებათ. P.S. - უსამართლოდ სხვაზე ხელების შეწმენდა არ გამოგივათ. ამას არ გაგიტარებთ იმიტომ, რომ ამორალურია რასაც ამ საკითხზე კადრულობთ და ცდება უწყინარი კინკლაობის ფარგლებს" - წერს გვიდიანი facebook - ზე.