გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონში ფიტნეს ცენტრი გაიხსნა

24-03-2022

ქალაქ ონში, ბერშევას სახელობის პარკში მდებარე ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ კომპლექსში ფიტნეს ცენტრი გაიხსნა.


ახლადგახსნილი სპორტული კომპლექსი რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ მხარის რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.


ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალი ფიტნეს ცენტრის გახსნა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ონის მოსახლეობაში სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ამასთან, სპორტული კომპლექსით სარგებლობა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად იქნება შესაძლებელი.


სპორტულ კომპლექსში იფუნქციონირებს სხვადასხვა სპორტული სექციები და ფიტნეს დარბაზი, ამასთან, ობიექტი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

ახლად რეაბილიტირებულ შენობაში განთავსებულია სატრენაჟორო დარბაზი, გასახდელები, სველი წერტილები და ადმინისტრაციული ოთახები.


სლოვაკეთის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს გამოცხადებულ კონკურსში ონის მუნიციპალიტეტმა გაიმარჯვა. პროექტის ფარგლებში ფიტნეს ცენტრში სპორტული ინვენტარის შეძენა და აღჭურვა თანმდევი მომსახურებით შპს ,,მფჯ" მიერ განხორციელდა და ღირებულებამ 40 000 ლარი შეადგინა.