16-05-2018
გორის საკრებულოს გადაწყვეტილებით, გარდაცვლილის მჯდომარე მდგომაროებაში დაკრძალვისას, მიწის შრე გვამზე, საფლავზედა ყრილის ჩათვლით, უნდა იყოს სულ ცოტა 1 მეტრი. ამის შესახებ საკანონმდელო მაცნეში გამოქვეყნებულ დადგენილებაშია მითითებული.
აღნიშნული დადგენილება 2017 წლის 3 თებერვალსაა მიღებული. (მუხლი 8, პუნქტი - 6)
ანალოგიური წესია მიღებული 2012 წლის 17 აპრილის დადგენილებაში, რომელსაც ახალი დადგენილება დაეყრდნო. მათ შორის განსხვავება მხოლოდ დაკრძალვის ხარჯებშია.
მჯდომარე მდგომარეობაში გარდაცვლილთა წესი დღეს ზუგდიდის საკრებულომ დაამტკიცა. ინფორმაცია reginfo.ge-მ გაავრცელა და დადგინდა, რომ ანალოგიური სახის დადგენილებები მიღებულია ქვს გარდაბნის, სენაკის და ქალაქ ფოთის წინა მოწვევის საკრებულოებსაც.