გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მამუკა მდინარაძე: როდესაც იცი, რომ შენმა ქვეყანამ ყველა საერთაშორისო პოლიტიკურ პლატფორმაზე მხარი დაუჭირა უკრაინას და მაინც ჯიუტად ამბობ, რომ არაფერი გაუკეთებია, ესეც დღეს საქართველოს მტრობაა

24-03-2022

სინამდვილეში არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ „ნაცმოძრაობის“ ნარატივის გამყარებას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.


„ეს ხალხი ცდილობს რაღაცნაირად ხელი შეუწყოს ოპოზიციის მავნებლური კამპანიის გაძლიერებას. როდესაც იცი, რომ შენმა ქვეყანამ გაეროშიც, ეუთოშიც, ევროსაბჭოშიც, ჰააგასთან მიმართებაშიც, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაშიც და ყველა საერთაშორისო პოლიტიკურ პლატფორმაზე მხარი დაუჭირა უკრაინას, თან ამ თემების თანაინიციატორები იყვნენ შენი ხელისუფლების წარმომადგელები და მაინც ჯიუტად ამბობ, რომ არაფერი გაუკეთებია, მათ შორის პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, ესეც დღეს საქართველოს მტრობაა“, - აღნიშნა მდინარაძემ.