გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ოთარ შამუგია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ გიორგი სურმანიძეს შეხვდა

24-03-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ გიორგი სურმანიძეს შეხვდა.


მინისტრებმა შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებზე და დარგის მხარდამჭერ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყველა პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო აგრარული დარგის მიმართულებით ახორციელებს იმ საჭიროებებზეა მორგებული, რომელიც მეწარმეებს და ფერმერებს აქვთ და გათვლილია ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ზრდის ხელშეწყობაზე.


„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ყოველთვის მჭიდრო კოორდინაციაში ვმუშაობთ. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფოს მხარდაჭერა მაქსიმალურად ეფექტიანად იყოს გამოყენებული ფერმერებისა და მეწარმეების მიერ. ყველა წარმატებული პროექტის შედეგი არის ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა და ქვეყნის ძლიერი ეკონომიკა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


სამუშაო შეხვედრაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჩატარებული ციტრუსის რთველის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მანდარინის დაბინავების და რეალიზაციის პროცესი ორგანიზებულად ჩატარდა.


„შეხვედრაზე აჭარის რეგიონში აგრარული დარგის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ვისაუბრეთ, მათ შორის, მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ვითარებაზე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ქართული ციტრუსის ექსპორტის კუთხით ბაზრების დივერსიფიკაციაზე უკვე აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა გიორგი სურმანიძემ.