გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პროკურატურამ ადვოკატის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

24-03-2022

საქართველოს პროკურატურამ დაცვის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებით, ადვოკატის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 16 მარტს, თბილისში, „გლდანის ხიდების" მიმდებარე ტერიტორიაზე, პ.ჭ. მის ადვოკატს გ.ბ.-ს საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებული მოტივით და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ბასრი საგნით სახის არეში ჭრილობა მიაყენა.


სამართალდამცავებმა პ.ჭ. 19 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ადვოკატის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარა დაცვის განხორციელებასთან, სასამართლოში საქმის ან მასალის განხილვასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ პ.ჭ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.