გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კოკა კაციტაძე: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე ვესაუბრეთ, რომელიც სამსახურის ფუნქციურ დამოუკიდებულებას გაზრდის

24-03-2022

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე და მისი მოადგილე ნათია სონღულაშვილი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე მხარეებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრეს, რაც სამსახურის ინსტიტუციური და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაზრდას ისახავს მიზნად.

 

კერძოდ, ეს ეხება დაზარალებულთა უფლებების გაუმჯობესებას, თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიების გაფართოებას და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს.

 

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებები იურიდიულ კომიტეტს წარვუდგინეთ, რაც სამსახურის ფუნქციური დამოუკიდებლობის გაზრდას ისახავს მიზნად. ეს ეხება დაზარალებული მოქალაქეების უფლებების გაუმჯობესებას, თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიების გაფართოებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს“ - განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ.

 

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ გავცვალეთ პოზიციები. აქტიურად ვითანამშრომლებთ ამ სამსახურთან და ერთად გვექნება კონკრეტული წინადადებები, რომელიც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს სამსახურის ეფექტიანად და ნაყოფიერად საქმიანობას და ასევე დაზარალებულთა ინტერესების დაცვას“ - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

 

საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიზნების ეფექტურად განხორციელებისათვის მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი და კომიტეტის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.