გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თამთა მეგრელიშვილი: სახალხო დამცველი პოლიტიკურად ფეიკ ნიუსს თავადაც „აფეიკებს“; უხერხულია, შეახსენეთ ვინმემ, რომ სახალხო დამცველია

24-03-2022

„საქართველოს სახალხო დამცველი არის კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ზედამხედველობს.


ქართულ რეალობაში სახალხო დამცველი ამ დანაწესს იშვიათად იცავს. ის ხალხის სახალხო დამცველობიდან პოლიტიკური გუნდის წევრად დიდი ხანია იქცა“- ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ნინო ლომჯარიას ფეისბუქ სტატუსს.


„საქართველოს სახალხო დამცველი არის კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ზედამხედველობს. იგი ავლენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას. ქართულ რეალობაში სახალხო დამცველი ამ დანაწესს იშვიათად იცავს. ის ხალხის სახალხო დამცველობიდან პოლიტიკური გუნდის წევრად დიდი ხანია იქცა. დარწმუნებული ვარ გახსოვთ, რომ ამ სიტყვების დასადასტურებლად არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ თავს შევიკავებ. ამჯერად სახალხო დამცველი ფეიკ ნიუსერთა რიგებს შეუერთდა და პოლიტიკურად ფეიკ ნიუსს თავადაც „აფეიკებს“ ფაქტობრივად თორნიკე რიჟვაძეს დასცინის. რა უხერხულია, შეახსენეთ რა ვინმემ, რომ სახალხო დამცველია!“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.