გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

იზაბელ კოულმენი:მადლობა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინის მიმართ საქართველოს მიერ გამოხატული მხარდაჭერისა და საქართველოს დემოკრატიული მომავლის შესახებ მნიშვნელოვანი დისკუსიისთვის

24-03-2022

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე პოლიტიკისა და პროგრამების საკითხებში იზაბელ კოულმენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.


იზაბელ კოულმენი ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინის მიმართ საქართველოს მიერ გამოხატული მხარდაჭერისა და საქართველოს დემოკრატიული მომავლის შესახებ მნიშვნელოვანი დისკუსიისთვის მადლობას უხდის.


"მაქვს პატივი, ვიმყოფებოდე საქართველოში და კიდევ ერთხელ დავადასტურო USAID-ის სოლიდარობა იმ პარტნიორებისა და მოკავშირეების მიმართ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსეთის სასტიკ ომს უკრაინაში. მადლობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინის მიმართ საქართველოს მიერ გამოხატული მხარდაჭერისა და საქართველოს დემოკრატიული მომავლის შესახებ მნიშვნელოვანი დისკუსიისთვის",- წერს კოულმენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში".