გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე არასამთავრობოებზე: არიან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულები არიან ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან

25-03-2022

 ,,არიან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულები არიან ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან და, რა თქმა უნდა, ისინი მოქმედებენ ხმაშეწყობილად’’ - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ,,იმედის’’ გადაცემა ,,იმედი LIVE’’-ში განაცხადა.

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, თითოეული ნაბიჯით ,,ქართული ოცნება’’ ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და შესაბამისად, მათთვის მიუღებელია პოლიტიკურად მოტივირებული არასამთავრობო ორგანიზაციების დღის წესრიგის გაზიარება.

 

,,ეს არის პრაქტიკა, რომელსაც ჩვენ მიჩვეული ვართ ამ წლების განმავლობაში და სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა გრძელდება. თითოეული ჩვენი ნაბიჯით, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ვმოქმედებთ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ურყევია ჩვენი პრიორიტეტები, ჩვენი პოზიციები. ამის მიუხედავად, ჩვენ მუდმივად გვიწევს პასუხის გაცემა, რაღაც პროვოკაციებზე. ჩვენ არ გვინდა ამ რეჟიმში დარჩენა, ჩვენ არ გვინდა, ვიყოთ ვიღაცების მიმართ რეაქციის რეჟიმში. ჩვენ გვინდა ვისაუბროთ ჩვენს დღის წესრიგზე. აქედან გამომდინარე, ასეთ პროვოკაციებს ვერ ავყვებით’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.