16-05-2018
ქუთაისის მერიის პროექტი ,,ანგარიში მოსახლეობას’’ -ერთეტაპიანი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე ტელე -რადიო კომპანია,, რიონის’’ ეთერში სახელმწიფო ბიუჯეტს 23360 ლარი დაუჯდება.
ხელშეკრულებას 8 მაისს მოეწერა ხელი, პროექტზე ,,ანგარიში მოსახლეობას’’ ტელე -რადიო კომპანია,, რიონმა’’ საერთო ჯამში 16 გადაცემა უნდა მოამზადოს, თითო გადაცემის ღირებულება ხელშეკრულებაში 1460 ლარად არის შეფასებული.
ხოლო მეორე მონაწილე პირს შპს დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა-ტვ-ს კომისიის გადაწყვეტილებით დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მიეცა. გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნული დისკვალიფიკაცია შესაძლოა სასამართლოში გასაჩივრდეს