გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ველური ბუნების სააგენტომ კრწანისის ტყე-პარკში ჭალის ტყის აღდგენა დაიწყო

25-03-2022

ველური ბუნების სააგენტოს სპეციალისტებმა კრწანისის ტყე-პარკში ჭალის ტყისთვის დამახასიათებელი წითელი ნუსხის სახეობების მცენარეები - ჭალისმუხა, თელა, ძელქვა, ბალამწარა და ტყის წაბლი დარგეს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყე-პარკის განახლებასა და აღდგენაზე აქტიურად მუშაობს.


სამუშაოების ფარგლებში, მიმდინარეობს არსებული უნიკალური ფლორისა და ფაუნის შენარჩუნების ღონისძიებები და წითელი ნუსხის სახეობის მცენარეების გაშენება.


კრწანისის ტყე-პარკისთვის ველური ბუნების სააგენტოს მიერ შემუშავებულია გასარწყავიანებისა და ტბების აღდგენის გეგმა. ტყე-პარკში უკვე განხორციელდა გასარწყავიანების პირველი ეტაპი: აშენდა საშუალო სიმძლავრის სატუმბი სადგური მდინარე მტკვარზე და გრუნტის წყლების ჭაბურღილი, ასევე 100 კვტ-იანი მზის ელექტროსადგური, რომლის გამომუშავებულმა ენერგიამ დააბალანსა სატუმბების ხარჯი. ტყე-პარკის ჭალებში სარწყავი არხების აღდგენის მიზნით, ველური ბუნების სააგენტო კრწანისის მზის სადგურისა და სარწყავი სატუმბი სადგურების სიმძლავრის გაზრდას გეგმავს. ველური ბუნების სააგენტოს მიერ მასშტაბური სამუშაოების განხორციელების შედეგად, კრწანისის ტყე-პარკი მნიშვნელოვანი დატვირთვის რეკრეაციული სივრცე გახდება.