გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან აქცია გაიმართა

16-05-2018

კახაბრის დასახლებაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 20 პირისთვის განკუთვნილი 5 სართულიანი სახლის მშენებლობა შეჩერებულია. ამის შესახებ აჭარის ტელევიზია წერს.

პროექტს საქველმოქმედო ფონდი „კეთილისოფლი" ახორციელებს. ფონდის პრეზიდენტი მიშო ტყებუჩავა, ამბობს, რომ კომპანია „მეტრო ჯორჯიამ“ და სასტუმრო „ლეოგრანდმა“ მშენბლობის დაფინანსება საკუთარი ხარჯებით გადაწყვიტეს, თუმცა პირობას არ ასრულებენ და მშენებლობა უკვე ორი წელია შეჩერებულია. 

დღეს ფონდის წევრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ერთად, თურქეთის საკონსულოსთან მივიდნენ და აქციის გამართეს. ისინი თურქეთის ახალი კონსულისგან დოკუმენტურ შეთანხმებას ითხოვენ. ამბობენ, რომ მხოლოდ სიტყვიერი თანხმობა მათთვის საკმარისი არ არის. 

პროექტის მიხედვით, კახაბრის დასახლებაში ხუთსართულიანი სახლი უნდა აიგოს, ხოლო ბინები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 20 პირს უნდა გადაეცეს. 

მშენებლობის დაფინანსების პირობა „მეტრო ჯორჯიამ“ და „ლეოგრანდმა“დადეს.

imedinews.ge