გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნანა კაკაბაძე: საქართველოში მოქმედი მეხუთე კოლონის - ნაცების წარმომადგენლები ქვეყნის შიგნით და გარეთ, ცდილობენ და ახერხებენ ხელყონ საქართველოს სუვერენიტეტი

26-03-2022

საქართველოში მოქმედი მეხუთე კოლონის - ნაცების წარმომადგენლები ქვეყნის შიგნით და გარეთ, ცდილობენ და ახერხებენ ხელყონ საქართველოს სუვერენიტეტი. ყალბი ინფორმაციებით ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მსოფლიოს უმტკიცებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს რუსეთს, რის გამოც მსოფლიო საზოგადოებისგან სანქციებს და გარიყვას იმსახურებს - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, მეხუთე კოლონის მცდელობები რომ გარკვეულ მიზანს აღწევს, იქიდანაც ჩანს, რომ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, იქნება ეს პრეზიდენტი, ელჩი, პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი, სულ უფრო ხშირად საყვედურობს, ჭკუა ასწავლის, აფრთხილებს და თითებს (ხან მუშტებს) უქნევს ჩვენს ქვეყანას.

„დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დღესაც აქტუალურია საქართველოში მოქმედი მეხუთე კოლონის - ნაცების წარმომადგენლები ქვეყნის შიგნით და გარეთ, ცდილობენ და ახერხებენ ხელყონ საქართველოს სუვერენიტეტი. ყალბი ინფორმაციებით ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მსოფლიოს უმტკიცებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს რუსეთს, რის გამოც მსოფლიო საზოგადოებისგან სანქციებს და გარიყვას იმსახურებს. ყველაზე მკაფიოდ ეს ცილისწამების მასშტაბები გამოჩნდა ნაცების ლიდერის ხატია დეკანოიძის უკრაინის ტელევიზიაში გამოსვლისას, სადაც მან პირდაპირ განაცხადა: „საქართველოს პრორუსული ხელისუფლება მხარს უჭერს უკრაინელების მკვლელობას!“ ნაცების აქტივისტი ჟურნალისტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერ ნედ პრაისს პრეს-კონფერენციაზე დაბეჯითებით არწმუნებდა საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობაში და ძალიან უკმაყოფილო დარჩა,ვინაიდან იმ მომენტში მისგან ამის დასტური და საქართველოს ხელისუფლების დაგმობა ვერ მოისმინა. თუმცა, მეხუთე კოლონის მცდელობები რომ გარკვეულ მიზანს აღწევს, იქიდანაც ჩანს, რომ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები (იქნება ეს პრეზიდენტი, ელჩი, პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი) სულ უფრო ხშირად საყვედურობს, ჭკუა ასწავლის, აფრთხილებს და თითებს (ხან მუშტებს) უქნევს ჩვენს ქვეყანას. საქართველოს კონკრეტულად საყვედურობენ, რომ ის არ შეუერთდა სანქციებს და ოფიციალურად არ გაგზავნა თავისი მოხალისეები უკრაინაში საომრად. უამრავმა ქვეყანამ (მათ შორის ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმაც) ზუსტად იგივე პოზიცია დაიკავა ამ ომის მიმართ, მაგრამ ვერც ბელგიას, ვერც უნგრეთს, ვერც გერმანიას, და ვერც ევროკავშირის, ვერც სომხეთს და აზერბაიჯანს, ვერც თურქეთს (აღარაფერს ვამბობთ გიგანტ ქვეყნებზე - ჩინეთზე და ინდოეთზე)ასევე ვერც ისრაელს ვერავინ უბედავს ისეთი ტონით და ქედმაღლობით ჭკუის სწავლებას, როგორც ამას აკეთებენ საქართველოს მიმართ. არადა ფაქტია, რომ საქართველო უკრაინას შესაძლებლობების მაქსიმუმით ეხმარება, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური, დიპლომატიური, ჰუმანიტარული და თუნდაც მოხალისეთა ოდენობის კუთხით საქართველო უკრაინის დახმარებით ლიდერი ქვეყანაა. ცნობილია, რომ ქვეყნების 99%-მა კიევიდან გახიზნა თავისი საელჩოები, საქართველოს საელჩო კი დღესაც აგრძელებს ფუნქციონირებას უკრაინის დედაქალაქში. ამ ყველაფრის საპასუხოდ კი უკრაინის ხელისუფლება საქართველოდან ელჩის გაწვევას ახდენს, სისხლის სამართლის დამნაშავე ქართველ პოლიტიკოსებს არათუ არ გადმოსცემს ქართულ მხარეს, არამედ დემონსტრაციულად ნიშნავს მაღალ თანამდებობებზე, ჯალათებს ანიჭებს პოლიტიკური დევნილის სტატუსს, ავითარებს ქართული ოპოზიციის ნარატივს და ჩვენს ქვეყანასთან ამწვავებს დიპლომატიურ ურთიერთობებს. ანუ ჩვენ უკრაინაც და სხვა ქვეყნებიც გვეუბნებიან, რომ ყველა ქვეყნის ხელისუფლებამ შეიძლება იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე და უკრაინის ინტერესებზე წინ დააყენოს საკუთარი ქვეყნის ინტერესები, მაგრამ თუ ამას გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება, ამისთვის მას დამამცირებლად, მუქარით, გაფრთხილებით და თითების ქნევით უნდა დაუპირისპირდნენ. ამ უცნაურ დამოკიდებულებას მეხუთე კოლონის აქტიურობის გარდა ალბათ ის ახსნა აქვს, რომ საქართველომ არ შეასრულა ვიღაცეების გეგმა და დღემდე არ გაუხსნა ჩვენს ქვეყანაში რუსეთს მეორე ფრონტი. შემთხვევითი არ არის, რომ შიგადაშიგ გვესმის მეხუთე კოლონის წარმომადგენელთა დამუნათება, რომ საქართველოს ხელისუფლება არ იყენებს მომენტს და არ იწყებს აქტიურ მოქმედებას დეოკუპაციის მიმართულებით, რაც ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიებზე სამხედრო ძალებით შეტევაზე გადასვლას. ასეთ პირობებში ჩნდება ლოგიკური კითხვა - ჩვენს საზოგადოებას ზოგადად უნდა დამოუკიდებლობა და თავისუფლება, თუ მხოლოდ რუსეთისგან თავისუფლება გვინდა და თანახმა ვართ სხვა ქვეყნის (თუ ქვეყნების) მორჩილებაზე, მათი მოთხოვნების უსიტყვოდ შესრულებაზე? როგორც საქართველოს მოქლაქეთა უდიდესი უმრავლესობის განწყობიდან ჩანს, ისინი რეალური სუვერენიტეტისკენ მიისწრაფვიან, რა დროსაც უპირველესია საკუთარი ქვეყნის ინტერესები. სწორედ ამის გამო უმცირესობაში რჩებიან ის შიდა ძალები, რომლებიც ნებისმიერი სახელმწიფოს ინტერესებს საკუთარ ქვეყანაზე წინ აყენებენ, თუ ეს მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას შეუწყობს ხელს. ხოლო ამისთვის არაფერს ერიდებიან - არც ტყუილებს, არც ფეიკ-ნიუსებს, არც ცილისწამებებს და არც საკუთარი მოქალაქეების საზარბაზნე ხორცად გადაქცევის მცდელობებს. იმედია, ამ რეალობას ქართული საზოგადოების უმრავლესობა მომავალშიც მკაფიოდ დაინახავს და ყველა კრიტიკულ სიტუაციაში საკადრის პასუხს გასცემს მეხუთე კოლონის მოღალატეობრივ მცდელობებს“ - წერს ნანა კაკაბაძე.