გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე: აბა მოვიდა კუბილიუსი და თუ ჭკვიანად არ მოიქცევა ქართველი ხალხი, მერე ჟიგიმანტასიც ჩაერთვება - დაახლოებით ასეთი კონტექსტით დაგვაშინა ვაშაძემ

26-03-2022

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძის განცადებას ეხმიანება, რომელმაც განაცხადა - “ევროპარლამენტარები პროგნოზირებენ, რომ ქართველი ხალხი შეიძლება არჩევანის წინაშე დადგეს: „ქართული ოცნება" ან ევროკავშირი”. “-აბა მოვიდა კუბილიუსი და თუ ჭკვიანად არ მოიქცევა ქართველი ხალხი,მერე ჟიგიმანტასიც ჩაერთვება, ცულს მოიტანენ ცუნცულასა,ხესაც მოჭრიან და ჩვენს ევროპულ მომავალსაცო - დაახლოებით ასეთი კონტექსტით დაგვაშინა სტრატეგია-ვაშაძემ... არადა ქართველმა ხალხმა დიდი ხანია არჩევანი დააფიქსირა და საზოგადოების ამ განწყობიდან გამომდინარე, მმართველმა პარტიამ 2017 წელს კონსტიტუციურ ნორმად აქცია ევროპა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია... P.S. ისე ამ ჩვენი გზააბნეული პოლიტიკოსების ვერაფერი გავიგე დაბოდიალობენ წინ და უკან დაეძებენ ხავსს მოსაჭიდებლად, ბოლოს იპოვნიან 700 კაციან ევროპარლამენტში რამდენიმეს და ისინიც ზრდილობის გულისთვის იპოზიორებენ,ერთ სიტყვას მიაშველებენ და გააგრძელებენ კრუასანის ჭამას... ჩვენი გზაბნეულები კი გაბადრული სახეებით დაიწყებენ ჩვენს დამოძღვრას ...არა და "ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო"-ნათქვამია”- წერს Facebook-ზე ქადაგიძე.