პარასკევი, მაისი 23, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
გია აბაშიძე: კრემლს ჰყავს დესტრუქციული ტელეპროპაგანდისტი ვლადიმერ რუდოლფოვიჩ სოლოვიოვი, ხოლო სააკაშვილის მეხუთე კოლონას - ნიკა გვარამია

26-03-2022

"გლავკანალის" ეთერში ნიკა გვარამიამ განაცხადა: "ნატო იგებს უკრაინელების ხელით ომს, უდიდესი მსხვერპლის ფასად უჯდება უკრაინას". რა გამოდის - იმდენი ბავშვი დაიხოცება უკრაინაში, რამდენიც ეს ნატოს დასჭირდება? ანუ გვარამიას აღქმით, ნატო ჯალათია?“- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ნიკა გვარამიას განცხადებას.

 

მისი თქმით საინტერესოა, ცალკეულ კრიტიკოს ევროპარლამენტარებსა თუ ცალკეულ უკრაინელ ჩინოსნებს თუ მიეწოდა ეს სიბინძურე?

 

„კრემლს ჰყავს დესტრუქციული ტელეპროპაგანდისტი ვლადიმერ რუდოლფოვიჩ სოლოვიოვი, ხოლო სააკაშვილის მეხუთე კოლონას - ნიკა გვარამია. ხსენებული რუსი "ჟურნალისტი" დაუფარავი ანტინატოელია, ხოლო "ნაცების" ტელერუპორისტს ლატენტურ ანტინატოელს ვეღარ უწოდებ, ნიღაბი ჩამოხსნილია. "გლავკანალის" ეთერში ნიკა გვარამიამ განაცხადა: "ნატო იგებს უკრაინელების ხელით ომს, უდიდესი მსხვერპლის ფასად უჯდება უკრაინას". რა გამოდის - იმდენი ბავშვი დაიხოცება უკრაინაში, რამდენიც ეს ნატოს დასჭირდება? ანუ გვარამიას აღქმით, ნატო ჯალათია? საინტერესოა, ცალკეულ კრიტიკოს ევროპარლამენტარებსა თუ ცალკეულ უკრაინელ ჩინოსნებს თუ მიეწოდა ეს სიბინძურე?“- წერს აბაშიძე Facebook-ზე.