გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ჩაფიძის გულის ცენტრში 124-ე საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა

26-03-2022

მიმდინარე წლის 26 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, რიგით 124-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს. აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები)


კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწია სამსახურის 70 ბენეფიციარს. ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, დღეს, ჩაფიძის გულის ცენტრის მედიკოსთა 10-კაციანი ჯგუფი ემსახურებოდა.


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება.


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართება. მემორანდუმის გაფორმებიდან დღეის ჩათვლით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი

კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 124 საქველმოქმედო სამედიცინო აქციის ფარგლებში, უფასო სამედიცინო მომსახურება 11 352 ბენეფიციარს გაუწიეს.


ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.