გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია გაბრიჭიძე ალექსეი დანილოვზე: საქართველო რუსეთთან ომის მდგომარეობაში სულ მცირე 30 წელიწადია იმყოფება და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელისუფლება იმ შესაძლებლობების ფარგლებში რაც მას აქვს მაქსიმუმს არ აკეთებს ძალიან ცდება

27-03-2022

,,მსგავსი განცხადებები მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და ლოგიკას თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ საქართველო რუსეთთან ომის მდგომარეობაში სულ მცირე 30 წელიწადია იმყოფება და თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოს ხელისუფლება იმ შესაძლებლობების ფარგლებში რაც მას აქვს მაქსიმუმს არ აკეთებს (და იმ ქვეყნებზე მეტს, რომლებიც არ დგანან რუსული ავტომატის სამიზნის ქვეშ) ძალიან ცდება” - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვის განცხადებას, საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვის შესახებ.


როგორც გაბრიჭიძე წერს, საქართველოს დახმარება გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე იმ ქვეყნების, რომლებიც ნატოს საფარქვეშ იმყოფებიან, მაგრამ ბოლომდე არ გაჰყავთ საკუთარი კომპანიები რუსეთიდან.


,,უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი - თუ დნესტრისპირეთი და საქართველო, დღეს ყველანი დაკავებულნი იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის რეგიონზე, ეს აუცილებლად დაგვეხმარება, რადგან რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა, რბილად რომ ვთქვა, მსგავსი განცხადებები მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და ლოგიკას თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ საქართველო რუსეთთან ომის მდგომარეობაში სულ მცირე 30 წელიწადია იმყოფება და თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოს ხელისუფლება იმ შესაძლებლობების ფარგლებში რაც მას აქვს მაქსიმუმს არ აკეთებს (და იმ ქვეყნებზე მეტს, რომლებიც არ დგანან რუსული ავტომატის სამიზნის ქვეშ) ძალიან ცდება. საქართველოს დახმარება გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე იმ ქვეყნების, რომლებიც ნატოს საფარქვეშ იმყოფებიან, მაგრამ ბოლომდე არ გაჰყავთ საკუთარი კომპანიები რუსეთიდან და არ გაუწყვეტიათ დიპლომატიური ურთიერთობები” - წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.