27-03-2022
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გავლენიანი ბრიტანული გამოცემის Financial Times ჟურნალისტი საქართველოს ეწვია. სიმონ ჯეიმს ასბორნი 9 დღიანი ტურის მანძილზე თბილისს დაათვალიერებს და სვანეთს ეწვევა, სადაც სამთო კურორტებს, სვანეთის სოფლებს, ადგილობრივ ტრადიციებსა და კულტურას გაეცნობა.
სიმონ ჯეიმს ასბორნი საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ Financial Times-ის როგორ ბეჭდური ასევე ონლაინ გამოცემისთვის ვრცელ სტატიას მოამზადებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მედეა ჯანიაშვილის შეფასებით საქართველოში გავლენიანი გამოცემის ჟურნალისტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციისათვის. მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, Financial Times-ში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიის გამოქვეყნება ხელს შეუწყობს დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში საქართველოს ცნობადობის ამაღლებას და ტურისტული ნაკადების გაზრდას.
„ჩვენ ვმასპინძლობთ გავლენიანი ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტს. Financial Times-ს მთელ მსოფლიოში ყოველთვიურად 26 მილიონი მკითხველი ჰყავს. სტატია საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას და სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულებას ეხება. 9 დღიანი ტურის განმავლობაში გამოცემის ჟურნალისტი მაქსიმალურად აღწერს ჩვენს ტურისტულ პროდუქტს და მის პოტენციალს საერთაშორისო ბაზარზე, რაც ბრიტანელ და ამერიკელ მკითხველს დაეხმარება მეტი ინფორმაცია მიიღოს საქართველოს შესახებ და აქედან გამომდინარე გაიზარდოს ტურისტული ნაკადი"-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
„მე სტატიას ვწერ საქართველოს შესახებ Financial Times-ის გამოცემისთვის. პირველი შთაბეჭდილება არაჩვეულებრივია საქართველოზე, მზე ანათებს და ლამაზი დღეა მთელი დღე თბილისში გავატარე , ვტკბები ლამაზი ხედებით და დავაგემოვნე არაჩვეულებრივი ქართული სამზარეულო, ძალიან ბედნიერი ვარ აქ რომ ვიმყოფები. ხვალ დილას მესტიაში მივემგზავრები უნდა ვისრიალო კავკასიის მთებში, და ვიმოდევნებ ეს ძალიან განსხვავებული გამოცდილება იქნება, დღესდღეისობოთ საქართველოში სრიალს ძალიან დიდი რეპუტაცია აქვს, როგორც ძალიან კარგი ადგილი რომელიც უნდა მოინახულო, თუ ძალიან სერიოზულად ეკიდები სრიალს.
თქვენ ძალიან განსხვავებული და მაღალი მთები გაქვთ, განსხვავებული შვეიცარიისგან და საფრანგეთისგან ეს სრულიად განსხვავებული გამოცდილება იქნება.
ძალიან ბევრი მოთხილამურე ეძებს ასეთ ახალ შეგრძნებებს და გამოცდილებას ახლა. მკითხველს სწორედ ამაზე მოვუყვები".-აცხადებს ჟურნალისტი სიმონ ჯეიმს ასბორნი.
სიმონ ჯეიმს ასბორნი მწერალი და მოგზაური ჟურნალისტია, რომელიც სტატიებს ამზადებს შემდეგი გამოცემებისთვის: Financial Times, Guardian, , Vogue, GQ, Tatler, Buzzfeed და ES Magazine.