გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის გორის რეგიონულ ლაბორატორიაში საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული კვლევები ტარდება

27-03-2022

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის გორის რეგიონულ ლაბორატორიაში საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული კვლევები ტარდება.

ლაბორატორიის ქსელში მუდმივად მიმდინარეობს კვლევის მეთოდების ნუსხის გაფართოება და ახალი კვლევის მეთოდების დანერგვა.

 

გორის ლაბორატორიაში შესაძლებელია:

  • ბრუცელოზის კვლევა როზბენგალის რეაქციით (სკრინინგ ტესტი);
    • ბრუცელოზის კვლევა ფლუორესცენტული პოლარიზაციის ტესტით (დამადასტურებელი ტესტი);
    •           ბრუცელოზის კვლევა რძის რგოლური რეაქციით;
    •           რძის გამოკვლევა მასტიტებზე, ექსპრეს ტესტით;
    •           სიცოცხლისუნარიანი მიკროორგანიზმების რაოდენობის დადგენა სასმელ წყალში;
    •           E.coli და კოლიფორმული ბაქტერიების გამოვლენა სასმელ წყალში.

 

ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, საერთაშორისოდ აღიარებული კვლევების საფუძველზე მიიღონ უტყუარი შედეგები.

 

2021 წლის მონაცემებით, გორის რეგიონულ ლაბორატორიაში შემოსულმა ნიმუშების და ჩატარებული კვლევების რაოდენობამ 7000-ს გადააჭარბა.

 

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული კვლევებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: http://sla.gov.ge/