გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ანდრია გვიდიანი დანილოვის განცხადებაზე: არ არის უბრალო წამოცდენა, როგორც ჩანს, საქართველოს ომში ჩართვის სცენარზე ბევრი აქვთ ნაფიქრი და რეალურ ვარიანტადაც განიხილავენ

27-03-2022

გარდა იმისა, რომ ეს კაცი საქართველოს ხელით რუსეთის ფედერაციისთვის მეორე ფრონტის გახსნას მიესალმება, ის ასევე მიმოიხილავს ყარაბაღის მიმდინარე კონფლიქტსაც და ამ კონტექსტში რუსეთის ქცევის შესაძლო სცენარებზეც აკეთებს განმარტებას. იქვე აღნიშნავს, რეგიონულ კონიუქტურას და სხვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე სიღრმისეულ ანალიზს აკეთებს. შესაბამისად, ეს არ არის უბრალო წამოცდენა, როგორც ჩანს, საქართველოს ომში ჩართვის სცენარზე ბევრი აქვთ ნაფიქრი და რეალურ ვარიანტადაც განიხილავენ - წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, ყველამ იცოდეს, საქართველოშიც, უკრაინაშიც, ნატოშიც, რუსეთშიც და ყველგან, რომ ამ კონფლიქტში საქართველოს რაიმე სახით ჩართვა არ არის ქართველი ერის არჩევანი და ეს უბრალოდ არავითარ შემთხვევაში არ მოხდება.


„ამ კაცზე და მის ანტიქართულ განცხადებაზე უკვე ყველამ დააფიქსირეთ პოზიცია და საკმაოდ სამართლიანადაც გაილანძღა. მაგრამ, მთელ Facebook-ზე მხოლოდ ეს ფრაზა ტრიალებს. ინტერვიუს დანარჩენ ნაწილს თუ სრულად მოუსმენთ, საკმაოდ ვრცელი ანალიზი აქვს გაკეთებული. გარდა იმისა, რომ ეს კაცი საქართველოს ხელით რუსეთის ფედერაციისთვის მეორე ფრონტის გახსნას მიესალმება, ის ასევე მიმოიხილავს ყარაბაღის მიმდინარე კონფლიქტსაც და ამ კონტექსტში რუსეთის ქცევის შესაძლო სცენარებზეც აკეთებს განმარტებას. იქვე აღნიშნავს, რეგიონულ კონიუქტურას და სხვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე სიღრმისეულ ანალიზს აკეთებს. შესაბამისად, ეს არ არის უბრალო წამოცდენა, როგორც ჩანს, საქართველოს ომში ჩართვის სცენარზე ბევრი აქვთ ნაფიქრი და რეალურ ვარიანტადაც განიხილავენ. საბედნიეროდ, ამ კაცის სიტყვებზე საქართველოს მოსახლეობის რეაქცია ძალიან მკაფიო და ერთსულოვანია.


პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ყველამ უმკაცრესი შეფასება მისცა საქართველოს ომში ჩართვის შესაძლებლობას. ამდენად, ყველამ იცოდეს, საქართველოშიც, უკრაინაშიც, ნატოშიც, რუსეთშიც და ყველგან, რომ ამ კონფლიქტში საქართველოს რაიმე სახით ჩართვა არ არის ქართველი ერის არჩევანი და ეს უბრალოდ არავითარ შემთხვევაში არ მოხდება! ჰო და ბოლოს, იმაზე აღარაფერს ვიძახი, ჩვენი ქვეყნის ლანძღვას რომ არც ერიდება და მისივე სიტყვებით, "რბილად რომ თქვას, საქართველო არც თუ ისე სწორად იქცევა" - ამაზე საპასუხოდ, რუსული გემის მარშრუტის კოორდინატები ცნობილია მემგონი მისთვის და შეუძლია გაუყვეს მის გზას“ - წერს გვიდიანი Facebook-ზე.