გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნიკოლოზ სამხარაძე დანილოვის განცხადებაზე: მოუწოდებს საქართველოს, უარი თქვას ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის პოლიტიკაზე მეორე ფრონტის გახსნით, რათა ჩვენი ქალაქები, სოფლები განადგურდეს, ქართველი ქალები და ბავშვებიც დაიღუპონ?

27-03-2022

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებას Twitter-ზე ეხმიანება.


„იმედი მაქვს, რომ ეს ყალბი ამბავია. უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი მოუწოდებს საქართველოს (და სხვებს) უარი თქვას ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის პოლიტიკაზე მეორე ფრონტის გახსნით, რათა ჩვენი ქალაქები და სოფლები განადგურდეს და ქართველი ქალები და ბავშვებიც დაიღუპონ? ეს მართალია?“, - წერს ნიკოლოზ სამხარაძე.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აზიარებს დანილოვის განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია: „დამატებითი ფრონტების გახსნა მთიან ყარაბაღში, კურილსში, კალინინგრადში, დნესტრისპირეთში, ოკუპირებულ საქართველოში დიდად დაგვეხმარება. რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი, გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა“.