გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან ნიკოლეიშვილი: უკრაინის უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა მეორე ფრონტის გახსნისკენ მოგვიწოდა; რას შემოაგდებთ ოღონდ იქნება და ომში ჩაგვითრიოთ?

27-03-2022

“ამ, სახიფათო თამაშში ერთად ხომ არ მოქმედებთ ბიჭებო? ნებსით თუ უნებლიეთ აქ უკვე აღარ იარსებებს. ხან რას შემოაგდებთ და ხან რას, ოღონდ იქნება და ომში ჩაგვითრიოთ? კიდევ ერთხელ სიფრთხილე და გონიერება გვმართებს ყველას”- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

 

“ეს ვიდეო ვრცელდება სადაც დონბასის თვითაღიარებული რესპუბლიკის სამხედრო ჩინი გვიყვება, რომ ფორმაზე ქართული გვარი აწერია, ამ ფორმის პატრონი საქართველოდან ჩამოვიდა და მოკლეს.

 

  • რის საფუძველზე ამტკიცებს რომ მაინცდამაინც საქართველოდან ჩავიდა ამ ფორმის პატრონი?

 

  • ქართული გვარის მქონეები უკრაინაშიც ცხოვრობენ და რუსეთშიც;

 

  • საერთოდ ცოცხალი თუ მკვდარი ფორმის პატრონი? აქ უფრო საინტერესოა, რომ:

 

  • როგორც ჩანს იმ სახიფათო თამაშის წამოწყებას აპირებენ, რომ საქართველო ოფიციალურად, სამხედრო ძალით ეხმარება უკრაინას;

 

  • ჩვენი შიდა მტრები ხან შესავარდნ ფანჯარას ხედავენ და ხან პირდაპირ ომის მოწოდებასაც არ ერიდებიან;

 

  • დღეს კი საერთოდ უკრაინის უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა დანილოვმა მეორე ფრონტის გახსნისკენ მოგვიწოდა. ამ, სახიფათო თამაშში ერთად ხომ არ მოქმედებთ ბიჭებო? ნებსით თუ უნებლიეთ აქ უკვე აღარ იარსებებს. ხან რას შემოაგდებთ და ხან რას, ოღონდ იქნება და ომში ჩაგვითრიოთ? კიდევ ერთხელ სიფრთხილე და გონიერება გვმართებს ყველას!”- წერს ნიკოლეიშვილი.