გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: იწყება სახელმწიფო პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე", რომლის თანახმად ბათუმში არსებული ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება

28-03-2022

მთავრობის დღევანდელ სხდომას ესწრება ბატონი თორნიკე რიჟვაძე, მას აქვს მომზადებული ძალიან საინტერესო პროგრამა - „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე". ეს იქნება მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა, რომლის განხორციელებაც უკვე იწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისხტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთვრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბათუმში ძალიან მწვავედ დგას ავარიული სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლების პრობლემა, რაც საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეებისათვის.


„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის თანახმად ბათუმში არსებული ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება. ამ პროგრამას დღესვე დავამტკიცებთ მთავრობის სხდომაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.