გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სტუდენტები სტარტაპებისთვის - თიბისის პროგრამა სტარტაპერისა და თავისუფალი უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი იწყება

28-03-2022

თიბისის პროგრამა სტარტაპერი ახალ ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, ახალი იდეები და გამოცდილება მიიღონ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ახლა ეუფლებიან თავიანთ პროფესიას და რაღაც განსაკუთრებულის აღმოჩენა სურთ.


სწორედ ამ მიზნით, სტარტაპების მხარდასაჭერად და ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული მაგალითისა თუ ცოდნის მისაცემად, სტარტაპერი თავისუფალ უნივერსიტეტთან ერთად ახალ პროექტს განახორციელებს.


სტარტაპები მათ წინაშე არსებულ მარკეტინგულ გამოწვევებზე მიიღებენ პოტენციურ გადაწყვეტებს სტუდენტებისგან, რომლებიც ამ დავალებას ლექტორებთან კონსულტაციით შეასრულებენ.


პირველ ეტაპზე, სტარტაპებს შეუძლიათ გამოაგზავნონ მათ წინაშე არსებული მარკეტინგული გამოწვევები, რომელთა გადაჭრაზეც სტუდენტები იმუშავებენ.


თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები რეალურ ამოცანებს სასწავლო პროგრამის ფარგლებში ლექტორებთან ერთად დაამუშავებენ და შესრულებული სამუშაოს მიხედვით შეფასებებს მიიღებენ.


სტარტაპებისგან განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ სამუშაო ჯგუფი დაამუშავებს მიღებულ დავალებებს და გადარჩევის შედეგად მხოლოდ 3 სტარტაპი შეძლებს სტუდენტებისგან გამოწვევებზე ახალი იდეების მიღებას.


თიბისის პროგრამა სტარტაპერი პროექტის ბოლოს გამოავლენს საუკეთესო გუნდს და გადასცემს საპრიზო თანხას - 6000 ლარს.