გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან დავითაშვილი: ევროპასთან ინტეგრაცია საქართველოს მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა

28-03-2022

„ევროკავშირის წევრობაზე განაცხადით გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს, საქართველომ მიიღოს სერიოზული პროგრესი ამ მიმართულებით, დაჩქარდეს არსებული დაახლოების პროცესი. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ეს პროცესი მაღალ დონეზე იქნება კოორდინირებული და ამას პრემიერ-მინისტრი გაუწევს კონტროლს", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების 5 წლისთავზე საუბრისას.


ლევან დავითაშვილის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროპასთან ინტეგრაცია ქვეყნის მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა და ამისთვის მრავალკომპონენტიანი გეგმაც არსებობს. მინისტრის თქმით, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, საბაზისო მიმართულება იყო ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლა.

„საქართველომ მიიღო ევროპაში მიმოსვლის ლიბერალური, ვიზისგან თავისუფალი რეჟიმი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, პარტნიორებთან ურთიერთობა შეგვიძლია თავისუფლად, ბარიერების გარეშე და ჩვენი ევროპული ინტეგრაციისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს თაობების ოცნებაც იყო, მათ შორის ჩემიც, ახალგაზრდობიდან მოყოლებული, რადგან ვიზა ყოველთვის უხერხულობას და ბარიერს წარმოადგენდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მეტი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისთვის, ასევე კულტურული, საგანმანათლებლო ურთიერთობებისთვის, ტურიზმისთვის და ა.შ. თუმცა, ჩვენ ევროპასთან ინტეგრაცია უფრო ადრე დავიწყეთ, როცა ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი" - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.


რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდგომ ნაბიჯებს - ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, რომ ეს გრძელვადიანი პროცესია, რომელიც საბოლოოდ საქართველოს ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობით უნდა დასრულდეს, და ეს არის მთავარი ამოცანა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამ კუთხით მთავრობა ყველაფერს აკეთებს და უკვე დიდი პროგრესია მიღწეული, რადგან ამ ხელშეკრულებებმა ზუსტად განსაზღვრა არამარტო საქართველოს უფლებები, არამედ, მათ შორის, კონკრეტული პასუხისმგებლობები და ვალდებულებები.


„ამაზე მთავრობის გუნდი, ყველა სამინისტრო ერთიანად მუშაობს, მათ შორის, იმისთვის, რომ პოლიტიკის, საკანონმდებლო და მარეგულირებელი დოკუმენტების დაახლოება მოხდეს ევროპასთან, მოხდეს ინსტიტუციების დაახლოება" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.