გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისის ისტორია შესაძლოა, რამდენიმე საუკუნით შეიცვალოს

17-05-2018

ქუთაისი მსოფლიოს ერთ–ერთი უძველესი ქალაქია, თუმცა,  მისმა ასაკმა  შესაძლოა, რამდენიმე საუკუნით მოიმატოს. ამის თქმის საფუძველს არქეოლოგიური კვლევები იძლევა, რომელიც ქუთაისის ძველ ნაწილში მიმდინარეობს.

ქართველი და უცხოელი არქეოლოგების მიერ ჩატარებული კვლევით და ანალიზით დასტურდება, რომ ნაქალაქარი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეცამეტე საუკუნის დროინდელია. პროექტი - "ქუთაისი, როგორც კულტურულ-ისტორიული ლანფშაპტური ზონა" მთავრობის გადაწტვეტილებით ხორციელდება, რომლის მიზანიც ქუთაისის იუნესკოს ნუსხაში დაბრუნებაა. სამუშაოებში ქართულ მხარეს  კულტურული მეკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალი წარმოადგენს. მუზეუმ- ნაკრძალის მმართველის როლანდ ისაკაძის განცხადებით, სამუშაოები რამდენიმე წელს გაგრძელდება.

„როგორც ცნობილია, ბაგრატის ტაძარი იქ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ ამოიღეს იუნესკოს ნუსხიდან, დარჩა მხოლოდ გელათი. სახელმწიფომ დასახა სტარტეგია, რომ ქუთაისი ხელახლა იყოს ნომინირებული ნუსხაში,  ოღონდ სხვა დასახელებით, - „ქუთაისი, როგორც კულტურულ–ისტორიული ლანდშაპტური ზონა“.

ქუთაისის არქეოლოგიური კვლევა გეგმაზომიერად მიმდინარეობს 1984 წლიდან,  იქამდე 1963–1964 წლებში ოთარ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ხდებოდა სადაზვერვო სამუშაოები, უფრო ადრე, მეცხრამეტე საუკუნეში რამდენიმე მცდელობა იყო არქეოლოგიური კვლევის დაწყების. 90–იანი წლების მერე ქუთაისში სტაციონალური გათხრები შეწყდა და  ახლახანს განახლდა.

იუნესკოს ექსპერტებმა დაგვისახეს სამოქმედო გეგმა, თუ რა გაგვეკეთებინა, რომ გელათი დარჩენილიყო ნუსხაში, ასევე დავიწყეთ ახალი სამუშაოები, რომ ქუთაისი ისევ იყოს ნომინირებული ამ ნუსხაში, ეს არ ნიშნავს გარანტირებულ შედეგს, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ და ეს, ალბათ, შესრულებადია რამდენიმე წელიწადში“, –განაცხადა როლანდ ისაკაძემ.

მისი თქმით, ამ იდეას აქვს რამდენიმე მიმართულება. მთავარია, ქალაქის ძველი ნაწილის შენარჩუნება და დაცვა ახალი შეუსაბამო მშენებელობებისგან და შეხამება ისტორიულ ნაწილთან.

„მერმა ძალიან კარგი იდეა გააჟღერა ჯაჭვის ხიდიდან წითელ ხიდამდე რიონის სანაპიროს რეაბილიტაციის, რაც ამ პროცესებთანაა  კავშირში. ასევე მოხდება ლანდშაპტის დაცვა და მღვიმეების შესწავლა, მათ შორის არქეოლოგიური კუთხით.

არქეოლოგიური შესწავლა არ აკლია ქუთაისს, შუასაუკუნეებამდე ქუთაისი კარგადაა შესწავლილი,  მაგრამ ჩვენი ამოცანაა, ძალიან შორეული ფესვები ვიკვლიოთ. ქუთაისის ისტორიულ ნაწილში, გაბაშვილის გორაზე, იგივე არქიელის გორაზე, სადაც ნაქალაქარი და ბაგრატის ტაძარი დგას, შემორჩენილი არის ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის შუახანების ნამოსახლარის ნაშთები. ქუთაისი დაახლოებით 2800 წლის წინანდელი გვეგონა, მაგრამ ბოლო ჩატარებულმა სამუშაოებმა გვიკარნახა, რომ  ქუთაისის ასაკი გაცილებით დიდია, ვიდრე 2800 წელი. სამუშაოების დროს ვიპოვეთ თავდაცვითი თხრილი დიდი ნაგეგობისა, ათი მეტრი სიგანის და ექვსი მეტრი სიღრმის, ნალექით იყო ამოვსებული საუკუნეების განმავლობაში. იქედან ამოღებულმა ნივთებმა კერამიკამ, ხის ნაშთებმა, ყურძნის წიპწის ნაშთებმა მოგვცა ახალი თარიღები.  თუ ვივარაუდებთ, რომ, როდესაც არხმა ფუნქციონირება შეწყვიტა, ის დახლოებით  ძვ. წელთაღრიცხის მეცხრე–მეათე საუკუნეების მიჯნა იყო, ექვს მეტრზე ნალექი რომ დაგროვებულიყო,  200 წელი მაინც უნდა გასულიყო, ეს ნიშნავს, რომ  დასახლება, რომელსაც ეს არხი იცავდა, ძველი წეთაღრიცხვის მეცამეტე საუკუნისკენ არსებობდა.  ვმუშაობთ, რომ ეს დავაზუსტოთ. ეს არის  ეპოქა, რომელიც არგონავტების  მითშია ასახული.  ნელ–ნელა ჩნდება მატერიალური საფუძველი იმისა, აიეტის ეპოქის გარკვეული პასაჟები დადასტურდეს. ამაშია ჩართული საერთაშორისო ფონდები. ჩვენი ამოცანაა, წამყვან სახელმწიფოებთან და ცენტრებთან ერთად ერთობლივი მუშაობით და თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით განვამტკიცოთ ეს თარიღი.

  გორის პარკი თავის დროზე წარმოადგენდა დასახლების ცენტრს. იქ ვიპოვეთ გალავნების ნაშთები. დასტურდება, რომ დასახლებას  გალავანი გარს ერტყმოდა, რაც ნიშნავს, რომ დასახლება გამაგრებული იყო.  ეს კი მხოლოდ მცირე ჯგუფს არ შეეძლო,  ამას დიდი, კონსოლიდირებული ჯგუფების მუშაობა ჭირდებოდა, რაც მიუთითებს სახელმწიფოს არსებობას, -  ამის დადატურებას ვცდილობთ.  ქართველ კოლგებს გვაქვს ამის გამოცდილება, მაგრამ ვცდილობთ, უცხოელ კოლეგებთან ერთად მივიტანოთ ეს საქმე იუნესკომდე და იქამდე. ამჟამად, ვმუშაობთ ვარშავის უნივერსიტეტთან.  პოლონურ მხარესთან ერთად ჩართული იქნება ქუთაისის მერია, რადგან ბევრი საკითხი მერიის გადასაწყვეტია“, –განაცხადა როლანდ ისაკაძემ.

მისი თქმით, ადგილი ტურისტულ მარშრუტშიც შევა, ასევე ნაპოვნი ნივთები მუზეუმში გამოფინება, ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ მუზეუმი ადგილზე მოეწყობა.

newpress