გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

29-03-2022

მიმდინარე წლის 28 მარტს, დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში როგორც საავტომობილო, ასევე, შიდა სასოფლო საუბნო გზებზე გადაადგილება შეფერხდა.


დიდთოვლობამ დააზიანა ელექტროენერგიის ცენტრალური ქვესადგურის შემავალი ხაზი, რამაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდება გამოიწვია, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და დღის მეორე ნახევარში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგება.


ასევე, ონი - შოვის მიმართულებით შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს, თოვლის წმენდის სამუშაოები დღეს დილიდან სხვადასხვა მიმართულებით განახლდა და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.