გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლევან ნიკოლეიშვილი ბურჭულაძეზე: კაცს მსოფლიო ბანს გიწოდებდნენ, ხალხის პატივისცემით სარგებლობდე და პირადი და „პოლიტიკური“ მიზნებიდან ასე როგორ უნდა დაბრმავდე, რომ სააკაშვილს, რომელსაც ამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი ასე აღმერთებდე?!

29-03-2022

,,დავიჯერო არაფერი სმენია ომიდან გამოქცეულ პრეზიდენტზე, რომელმაც ლიახვის ხეობის სოფლებს „ქვა-ღორღი“ უწოდა? არც ომში მიტოვებული ცხედრებზე სმენია რამე? არც წამებით მოკლულ გვირგვლიანზე? სასტიკად ნაცემ გელაშვილზე? 9 000 000 გამფლანგველი პრეზიდენტ ყოფილი პიჯაკების საქმეს რომ უწოდებს თავის დანაშაულს? ომის მერე, ოკუპანტ რუსეთს, რომ სტრატეგიული ობიექტები გადასცა/მიყიდა, არც ეს გაუგია?’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პაატა ბურჭულაძის განცხადებას, რომლის აზრითაც ბიძინა ივანიშვილმა და სააკაშვილმა ერთმანეთს ადგილსამყოფლები უნდა გაუცვალონ.


როგორც ნიკოლეიშვილი წერს, ივანიშვილი დარჩება კაცად, რომელმაც შეძლო პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, არა რევოლუციით და გადატრიალებით, არამედ დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვალა ხელისუფლება-სააკაშვილი კი დღესაც დამხობით, რევოლუციით, გადატრიალებით და ჩამოხრჩობით იმუქრება.

,,კაცს, მსოფლიო ბანს გიწოდებდნენ, ხალხის დიდი პატივისცემით სარგებლობდე და პირადი და „პოლიტიკური“ მიზნებიდან ასე როგორ უნდა დაბრმავდე, რომ სააკაშვილს, რომელსაც ამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი ასე აღმერთებდე?! ეს, მარტო გაუგებარი არ არის, ამორალურიცაა. დავიჯერო არაფერი სმენია ომიდან გამოქცეულ პრეზიდენტზე, რომელმაც ლიახვის ხეობის სოფლებს „ქვა-ღორღი“ უწოდა? არც ომში მიტოვებული ცხედრებზე სმენია რამე? არც წამებით მოკლულ გვირგვლიანზე? სასტიკად ნაცემ გელაშვილზე? 9 000 000 გამფლანგველი პრეზიდენტ ყოფილი პიჯაკების საქმეს რომ უწოდებს თავის დანაშაულს? ომის მერე, ოკუპანტ რუსეთს, რომ სტრატეგიული ობიექტები გადასცა/მიყიდა, არც ეს გაუგია? არ ვიცავ ბიძინა ივანიშვილს, უბრალოდ ხელოვანთა წრეებში მოიკითხეთ, რამდენ ადამიანი გადაარჩინა სიკვდილსა და გაჭირვებას. რამდენი ისტორიული და კულტურული ძეგლი აღადგინა! ჩემთვის პირადად კი ბატონი ივანიშვილი დარჩება კაცად, რომელმაც შეძლო პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, არა რევოლუციით და გადატრიალებით, არამედ დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვალა ხელისუფლება-სააკაშვილი კი დღესაც დამხობით, რევოლუციით, გადატრიალებით და ჩამოხრჩობით იმუქრება. დავიჯერო განსხვავებას ვერ ხედავთ?!’’ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.