გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზაალ ანჯაფარიძე: პაატა ბურჭულაძე ნაცმოძრაობის რიგით რუპორად მას შემდეგ ჩამოლაბორანტდა, რაც პატრონ სააკაშვილს იმედები ვერ გაუმართლა ის და სხვებიც დღეს, ორკესტრირებულად მღერიან ერთ სიმღერას

29-03-2022

,,დაკარგა აზრი მათთან პოლემიკამ, უბრალოდ ამნეზია შეყრილ საზოგადოების ნაწილს იმას შევახსენებ, თუ რა შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში მეტი თავისუფლების და დემოკრატიის სასარგებლოდ 2012 წლის შემდეგ და რომ სააკაშვილი დამსახურებულად ზის ციხეში’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პაატა ბურჭულაძის განცხადებას - რომ ბიძინა ივანიშვილმა და სააკაშვილმა ერთმანეთს ადგილსამყოფელები უნდა გაუცვალონ.


როგორც ანჯაფარიძე წერს, პაატა ბურჭულაძე ნაცმოძრაობის რიგით რუპორად მას შემდეგ ჩამოლაბორანტდა, რაც პატრონ სააკაშვილს იმედები ვერ გაუმართლა.


,,ნაცმოძრაობის რიგით რუპორად ჩამოლაბორანტდა პაატა ბურჭულაძე. მას შემდეგ, რაც პატრონს მიშა სააკაშვილს იმედები ვერ გაუმართლა. ის და სხვებიც დღეს ორკესტრირებულად მღერიან ერთ სიმღერას, რომ თითქოს საქართველოში არაფერი იცვლება, დემოკრატია და თავისუფლება იზღუდება და ა.შ. დაკარგა აზრი მათთან პოლემიკამ, უბრალოდ ამნეზია შეყრილ საზოგადოების ნაწილს იმას შევახსენებ, თუ რა შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში მეტი თავისუფლების და დემოკრატიის სასარგებლოდ 2012 წლის შემდეგ და რომ სააკაშვილი დამსახურებულად ზის ციხეში. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის კანონი, როგორც ჰუმანური აქტი, შეეხო 17 053 ადამიანს და უკანონოდ დაპატიმრებული ათასობით ადამიანი დაუბრუნდა ოჯახს. „ამნისტიის შესახებ“ 2013 წლის 28 ივლისის კანონით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდა ყველა ის პირი, რომელიც კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში ნებაყოფლობით ჩააბარებდა უკანონოდ მოპოვებულ პირადი ან ოჯახური საიდუმლოს შემცველ ინფორმაციას. „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების შეტანით გაუქმდა უპირობოდ სასჯელების შეკრებითობის პრინციპი, რაც უზომოდ მაღალი სასჯელების გამოტანას იწვევდა და ნაცმოძრაობის რეჟიმის ხელწერად იქცა. 2015 წლის იანვრიდან ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად და ან დამნაშავედ მიჩნევა საერთოდ დაუშვებლად გამოცხადდა. ამით დასრულდა ანონიმურ წყაროზე მითითებით ირიბი ჩვენების სასამართლო მტკიცებულებად „გაპრავების“ ეპოქა, რაც „ნაცმოძრაობამ“ დანერგა 2013 წლიდან ადვოკატებს სააპელაციო და საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება დაუბრუნდათ. 2009 წლიდან ადვოკატებს ეს უფლება ჩამორთმეული ჰქონდათ იმიტომ, რომ ციხის ადმინისტრაციის მეშვეობით გაკონტროლებულიყო რომელი მსჯავრდებული პირი აპირებდა სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას. „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით, 9 წლის განმავლობაში სასამართლოების გამოკეტილი კარი გაიღო და სხდომები საზოგადოებისათვის ღია გახდა. მნიშვნელოვნად გაფართოვდა სახალხო დამცველის უფლებები, რომლებსაც ბოროტად იყენებს ამჟამინდელი ე.წ. „სახალხო დამცველი“ შემიძლია ჩამონათვალი გავაგრძელო და საკმაოდ გრძელი სია გამომივა, თუმცა ვფიქრობ ესეც საკმარისია’’ - წერს facebook - ზე ზაალ ანჯაფარიძე.