გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ეწვევა

29-03-2022

მიმდინარე წლის 29-30 მარტს, საქართველოს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე,პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე- პრემიერთან,საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან,რის შემდეგაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.


ზბიგნევ რაუ,საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან გიორგი ვოლსკთან.


პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას მიაგებს პატივს და საპატიო სტუმრების წიგნში გააკეთებს ჩანაწერს. ასევე ზბიგნევ რაუ პატივს მიაგებს თბილისში ლეხ კაჩინსკის მემორიალს.


ზბიგნევ რაუ ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.