გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

აჭარის მთავრობა უშვილობის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსებას იწყებს

29-03-2022

აჭარაში განხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გულისხმობს უშვილობის დიაგნოსტიკას და მკურნალობას. ამის შესახებ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


,,ახალი ბიუჯეტის დაგეგმვისას გავითვალისწინეთ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მოქალაქეთა მომართვიანობა. გვაქვს ახალი ინიციატივები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში დავაფინანსოთ უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ამ მიმართულებით უკვე შემდეგი კორექტირების დროს, ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ნახევარ მილიონ ლარზე მეტი. მომართვიანობიდან გამომდინარე კი, მომავალ წლებში გაიზრდება დაფინანსება" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.


პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ პირები, რომელთაც შვილის ყოლის მიზნით ესაჭიროებათ რეპროდუქციული სამედიცინო დახმარების გაწევა. დაფინანსდებიან სხვადასხვა სოციალური კატეგორიის პირები. აღნიშნული პროგრამისთვის ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა. მომართვიანობიდან გამომდინარე შემდგომ ეტაპზე ბიუჯეტი გაიზრდება.